მიანმარში, ამბოხებულთა კონტროლის ქვეშ მყოფ რეგიონში მდებარე ერთ-ერთ სოფელში მომხდარმა ფეთქებამ სულ მცირე 46 ადამიანი იმსხვერპლა. დაშავებულია კიდევ ათობით ადამიანი.
მაშველების ცნობით, დაღუპულთა შორის 6 ბავშვია, მათ შორის 1 წლის ჩვილი. აფეთქებამ ოსფელ ქაუნგ ტატში დაახლოებით 200 სახლი დააზიანა, კიდევ 100 სახლი მეზობელ სოფელ პან ლონეში დაზიანდა.
„ტაანგის ეროვნულ-განმათავისუფლებელ არმიაში“, რომელიც ამ ტერიტორიას აკონტროლებს განაცხადეს, რომ აფეთქება სამთო-მოპოვებით და კარიერულ სამუშაოებში გამოსაყენებელი ფეთქებადი ნივთიერებების დეტონაციამ გამოიწვია.
კომენტარები
