ეს ჰაბი იქნება ადგილი, სადაც იდეები საზღვრებს გადაკვეთს და პარტნიორობები გადაიქცევა გრძელვადიან თანამშრომლობად, – განაცხადა სან ფრანცისკოს მერმა დანიელ ლურმა ინოვაციების ჰაბის გახსნის ღონისძიებაზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო სწრაფად ყალიბდება მეწარმეობის ცენტრად ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე.
„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ სან-ფრანცისკოში იმყოფებით ამ ოფიციალურ გახსნაზე, და მადლობელი ვართ თქვენი ლიდერობისა და თქვენი ძალისხმევისათვის, რომელიც მიმართულია ქართველი ხალხისა და სან-ფრანცისკოს შორის კავშირების გაძლიერებისკენ. ეს ქალაქი იზიდავს ადამიანებს, რომლებსაც სჯერათ, რომ მომდევნო დიდი იდეა შეიძლება გაჩნდეს ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს. ეს ჰაბიც ამ სულისკვეთების განსახიერებაა.
ეს სივრცე ქმნის პირდაპირ კავშირს საქართველოს მზარდ სტარტაპ და ტექნოლოგიურ სექტორსა და აქ სან-ფრანცისკოში მსოფლიოს წამყვან ინოვაციურ ეკოსისტემას შორის. ეს ჰაბი იქნება ადგილი, სადაც იდეები საზღვრებს გადაკვეთს და პარტნიორობები გადაიქცევა გრძელვადიან თანამშრომლობად. საქართველო სწრაფად ყალიბდება მეწარმეობის ცენტრად ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე, და ჩვენ ვიცით, რომ ეს ცენტრი დაეხმარება უფრო მეტ ადამიანს სან-ფრანცისკოში ამ ფაქტის გაცნობიერებაში”, – განაცხადა დანიელ ლურმა.
სან ფრანცისკოში გენერალური საკონსულოს ბაზაზე ინოვაციების ჰაბი გაიხსნა. ჰაბი ქართველ სტარტაპერებს, სტუდენტებს, მეწარმეებს და მეცნიერებს დაეხმარება, მოიზიდონ ამერიკული კაპიტალი და განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები. ღონისძიებას სან ფრანცისკოს მერი და სტარტაპ ეკოსისტემის მნიშვნელოვანი მოთამაშეები ესწრებოდნენ. პარალელურად აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
