ხელის გულზე იდო, რომ რაღაც უკანონობა ხდებოდა და ბოლო დღეებში ჩატარებულმა ღონისძიებებმა, ეს დაადასტურა კიდეც, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, რითაც უპასუხა კითხვას – პოლიციამ 47 ე.წ. მაინერი ამოიღო, ასევე, ვიცით, რომ სვანეთში გამრიცხველიანების პროცესი დაიწყება. თქვენი შეფასებით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყოველივე?
„გარდა იმისა, რომ ეს უკანონობაა, მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი აწვებოდა უპირველესყოვლისა მესტიის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს და მთლიანად საქართველოს ენერგო სისტემას. მართლაც მნიშვნელოვანი ღონისძიებები ტარდება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
კომენტარები
