თათია დოლიძემ პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობა დატოვა. გამოკითხვა თითქმის ექვს საათს გაგრძელდა.
როგორ გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ დოლიძემ განაცხადა, ის გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კომენტარს ვერ გააკეთებს.
„გამოძიება დაწყებულია. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – აღნიშნა დოლიძემ.
შეგახსენებთ, თათია დოლიძის მიმართ სოციალური ქსელით გავრცელებული სავარაუდო მუქარის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
როგორც შსს-ში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს მუქარას და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით – ვადით 120-დან 180-მდე საათით ან გამასწორებელი სამუშაოთი – ვადით ერთ წლამდე, ან და თავისუფლების აღკვეთით – ვადით ერთ წლამდე.