შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის, ბაქარ ბექაურის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ცნობით, გორის პოლიციის განყოფილების დეტექტივი ბაქარ ბექაური მიმდინარე წლის 7 ივნისს გარდაცვლილი იპოვეს სოფელ ატენში.
„გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს პროკურატურამ დაიწყო“, – წერია განცხადებაში.
კომენტარები
