სამწუხაროდ, ევროპარლამენტმა გადაწყვიტა, შანტაჟის გზით იაროს და თითოეული რეზოლუცია ტყუილებით გაავსოს, რასაც ისინი იღებენ ხოლმე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა, რომ შემდეგ კვირაში მორიგი რეზოლუცია განიხილება ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტში, რაზეც მახაშვილმა აღნიშნა:
„ეს ყოველწლიური დოკუმენტია, რასა იუკნევიჩიანეს მიერ ამ დოკუმენტის განხილვა, მხოლოდ წელს, მესამე-მეოთხედ ხდება. რეზოლუცია ბოლოს მიიღება. სამწუხაროდ, ევროპარლამენტმა გადაწყვიტა, შანტაჟის გზით იაროს და თითოეული რეზოლუცია ტყუილებით გაავსოს, რასაც ისინი იღებენ ხოლმე. ამიტომ ეს ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა. სხვა მხრივ, თუ რაიმე სფეროში თანამშრომლობის გულწრფელი ინტერესი აქვთ, ამას რეზოლუციებით საუბარი არ სჭირდება. თანამშრომლობის და კონსტრუქციული დიალოგის არაერთი გზა არსებობს. მზად ვართ, ამ მეთოდების და ფორმატების გამოყენებისთვის. ჯერ ასეთ დამოკიდებულებას ვერ ვხედავთ“, – განაცხადა მახაშვილმა.
