”პატრიოტთა ალიანსიდან” წევრი ემზარ კვიციანი პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული, – ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. საქმე ეხება ემზარ კვიციანის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის ტელეწამყვან ვანო ჯავახიშვილის ლიკვიდაციაზე საუბრობს.
”ჩვენ უკვე დავინტერესდით აღნიშნული საკითხით. შესაბამისი უწყება ჩაბარებულია და ველოდებით ემზარ კვიციანის გამოცხადებას გამოკითხვაზე. მნიშვნელოვანია ეს საკითხი, რადგან საუბარია ადამიანის სიცოცხლის შესაძლო ხელყოფაზე და ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან სწრაფად გავერკვევით”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
კომენტარები