შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით შუალედური ინფორმაცია წარადგინა, განაცხადა, რომ აფგან მუხთარლის მეუღლეს და მის მცირეწლოვან შვილს დაენიშნათ დაცვის სპეციალური ღონისძიება – პირადი დაცვა, რაზეც ლეილა მუსტაფაევამ უარი განაცხადა:
”აფგან მუხთრალის და ლეილა მუსტაფაევას ადვოკატი გაეცნო სისხლის სამართლის საქმის მასალებს და მას მიეცა ამოღებული ვიდეოჩანაწერების დათვალიერების საშუალება”, – განაცხადა მღებრიშვილმა.
სისხლის სამართლის საქმეზე სულ დაკითხულია 343 მოწმე.
კომენტარები