ოზურგეთში ორი მამაკაცი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შს სამინისტროში დაუდასტურეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთში მოძრავ ავტომანქანას ცეცხლი გაუხსენეს, რის შედეგადაც ავტომანქანაში მყოფი ორივე მამაკაცი გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
კომენტარები