ოზურგეთში ცოტა ხნის წინ მკვლელობა მოხდა. მოკლულია ორი მამაკაცი, რომლებიც ერთმანეთისთვის სიძე-ცოლის ძმა იყვნენ. არსებული ინფორმაციით, მამაკაცები მანქანაში ჩაცხრილეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი მათგანი ციხიდან ახალი გამოსული იყო.
მეორე მოკლული კი, სახელად დიმა ომელჩენკო შემოქმედელი მიტროპოლიტის, მეუფე იოსების მძღოლი იყო. აღნიშნულის შესახებ AMBEBI.GE-სთან საუბარში ომელჩენკოს მეგობარმა აღნიშნა.
“დიმა მეუფის გაზრდილია. ძალიან მძიმე ბავშვობა ჰქონდა და მეუფე პატრონობდა” – ამბობს ომელჩენკოს მეგობარი.ომელჩენკოს გარდაცვალების გამო წუხილს გამოთქვამს შემოქმედის ეპარქიის პრესსამსახურის თანამშრომელი ხათუნა ცერცვაძე, რომელიც სოციალურ ქსელში ფოტოებს ავრცელებს წარწერით: “რა ბედნიერები ვიყავით…ჩემი საბრალო დიმიკოოოო”.
კომენტარები