ჩაქვის გვირაბთან მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა. ავტოავარიის შედეგად, 40 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიღუპა.
ავტოსაგზაო შემთხვევა გამთენიისას მოხდა. “სედანის” და „ჯიპის“ ტიპის ავტომანქანები ერთმანეთს შეეჯახა. გარდაცვლილია ერთ-ერთი ავტომანქანის მძღოლი. ამასთან, დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
კომენტარები
