კიევთან ახლოს ანასტასია ბერეზოვსკაიას ცხედარი იპოვეს, რომელიც მონაკოში რამდენიმე დღის წინ უკრაინელი ოლიგარქის ვადიმ ერმოლაევის მკვლელობის მიზნით მოწყობილ აფეთქებაში იყო ეჭვმიტანილი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ქალის ცხედარი გვიან ღამით იპოვეს. მას სხეულზე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული რამდენიმე ჭრილობა აღენიშნებოდა. ის ჯერ მოკლეს, ხოლო შემდეგ დამარხეს.
ბერეზოვსკაიამ უკრაინა 2025 წლის 22 მარტს დატოვა, ხოლო უკან 2026 წლის 1 ივლისს დაბრუნდა.
წყაროების ცნობით, მისი მკვლელობის საქმეზე ორი პირია დაკავებული. ერთ-ერთი დაკავებული დაზვერვის მთავარი სამმართველოს მოქმედი ოფიცერია, ხოლო მეორე – ყოფილი სამართალდამცავი.
ცნობისთვის, 29 ივნისს მონაკოში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან აფეთქების ხმა გაისმა. მოგვიანებით დადგინდა, რომ აფეთქების შედეგად მძიმე დაზიანებები მიიღეს უკრაინელმა ოლიგარქმა ერმოლაევმა, მისმა მეუღლემ და შვილმა. მონაკოს პოლიციამ დაადგინა, რომ აფეთქება ანასტასია ბერეზოვსკაიამ მოაწყო.
