საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სერბეთში, ქართველ ჟურნალისტებთან საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეაფასა.
პაპუაშვილის თქმით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის ინსტიტუტი თავს დაესხა ქართულ ეკლესიას, რაც აბსოლუტურად მიუღებელია.
„აქვე უნდა გაივლოს წითელი ხაზი, რომ აღარასდროს გაბედოს არავინ და მათ შორის ევროკავშირის არცერთმა ინსტიტუციამ, რომ თავს დაესხას საქართველოს ეკლესიას და თავს დაესხას მის დიდ მრევლს. გასაგებია, რომ იუკნევიჩიენეს ხელიდან საქართველოსთან დაკავშირებით კარგი არაფერი გამოვა, მაგრამ ესეც ნიშანდობლივია, რომ მას მოასინჯინეს ნიადაგი საქართველოს ეკლესიაზე თავდასხმის. ამიტომაც მნიშნველოვანია ახლა ძალიან მკაცრი და პირდაპირი რეაქცია ამაზე, რომ ამას არ ჰქონდეს რაიმე პრეცედენტის სახე და აღარავინ გაბედოს საქართველოს ეკლესიაზე თავდასხმა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
