„ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა“, – ასე აფასებს „მარშალპრესთან“ საუბარში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზაზა ხუციშვილი ოთარ კახიძის ქმედებას, რომლის მიხედვით, კახიძე აქციაზე იარაღით იმყოფებოდა:
”ზოგადად ეს ძალიან დიდი შეცდომა მგონია, რადგან ასეთი ადგილები არის რისკის შემცველი, მაშინ როდესაც განსხვავებული აზრის, შეხედულებების მქონე ადამიანები იკრიბებიან. იქ შეიძლება გარკვეული პროვოკაციები მოხდეს და შეიძლება ადამიანი, რომელიც იარაღის იმედზეა, თავი ვეღარ შეიკავოს. ამიტომ მისი იქ იარაღით მისვლა იყო ძალიან დიდი შეცდომა. სულ რომ არ უნდოდეს ადამიანს რაღაც კონფლიქტში შემოსვლა, როდესაც ასეთ ადგილზე იარაღით ხარ მისული, შეიძლება სწორედ ეს გახდეს, გარკვეული კონფილიქტის და ადამიანის გაღიზიანების მიზეზი. ბუნებრივია, იქ ვინმე თუ დაინახავდა ამ იარაღს, გაღიზიანებაც მოჰყვებოდა. შეიძლება ამ კონკრეტულ საკითხზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი ვერ დადგეს, მაგრამ ადმინისტრაციული დადგეს“, – განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.
