30 ივლისს ბათუმში მცირე ნალექია მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი ამინდია ფოთში. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +23 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც უნალექო დღეა, ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. არც ოზურგეთში იწვიმებს. დღისით +27, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.
ბახმაროში წვიმაა მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით +16, ღამით +10 დაფიქსირდება.
ქუთაისში უნალექო, მაგრამ ღრუბლიანი დღეა. ტემპერატურა დღისით +25, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.
სოხუმში მზიანი დღეა, +25 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში იწვიმებს, დღისით +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც წვიმას ელოდებიან. ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში უნალექო დღეა, დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში წვიმიანი დღეა, დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.
ახალქალაქში უნალექო დღეა, დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +12 იქნება.
ბორჯომში უნალექო დღეა მოსალოდნელი, +22 იქნება დღისით, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექი არც ბაკურიანში იქნება, დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.
ხაშურში ღრუბლიანი ამინდი იქნება, დღისით +25, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.
თელავში მცირე ნალექია მოსალოდნელი. დღისით +26, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.
ლაგოდეხში მზიანი დღეა, ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, ღამით კი +23 იქნება.
გურჯაანში წვიმს, დღისით +28, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.
სიღნაღშიც იწვიმებს. ტემპერატურა დღისით +26, ღამით +20 გრადუსი იქნება.
ნალექს ელოდებიან ომალოშიც. დღისით +19, ღამით +14 დაფიქსირდება.
გორში მცირე წვიმა იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, ღამით კი +19 იქნება. ცხინვალში უნალექო დღეა. დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +19 დაფიქსირდება.
რუსთავში ღრუბლიანი, მაგრამ უნალექო დღეა. დღისით +30, ღამით კი +21 გრადუსი იქნება. ასეთივე ამინდია მარნეულში, დღისით +30, ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეა დმანისშიც. ტემპერატურა დღისით +22 გრადუსი, ღამით +17 იქნება.
თბილისში ღრუბლიანი, მაგრამ უნალექო დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.
