ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე უარს არ ამბობს, თუმცა აქვს პირობა, რომელიც გულისხმობს, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ინტერესი გახდეს ცხადი. საქმე ეხება სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატობას.
„მე ვფიქრობ ამ პარტიის თავმჯდომარეობაზე და მაქვს ჩემი პირობები. ჩემი მთავარი პირობაა – მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ინტერესი ცხადი გახდეს ამ ქვეყანასთან დაკავშირებით, აირჩიოს, რომ მისი მთავარი ველი არის ეს ქვეყანა. მიშა თუ იტყვის, რომ პოლიტიკაში შემოდის, ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პოლიტიკური სუბიექტი და პრემიერობის კანდიდატი, ეს გაამარტივებს თამაშის წესებს. სიცხადეა ის, რომ ამ პარტიის ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც შექმნის ეფექტურობას, გამოცდილებას, შესაძლებლობას. ეფექტური დღის წესრიგის შემდგენელი არ იყვნენ მოგონილი ლიდერები, რომელთა დაკავშირებითაც საბოლო კოჰაბიტაცია მაინც არ დგება“, – აღნიშნა ჟორჟოლიანმა „ტვ პირველის“ ეთერში.
