საინტერესო ინიციატივაა, გუნდში ვიმსჯელებთ და შესაბამის გადაწყვეტილებას გავაჟღერებთ, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ეროვნული სიწმინდეებისა და ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრების ინიციატივას.
მისივე განმარტებით, ქვეყანაში აღნიშნული პრობლემა ხელოვნურადაა შექმნილი, რაც კანონის გზით უნდა დარეგულირდეს.
„სერიოზული გამოწვევაა, როგორ იბრძვიან ჩვენი სარწმუნოების, ეკლესიის, წარმატებული ადამიანების წინააღმდეგ. ეს არ არის შემთხვევითი, გარედან არის თავს მოხვეული. გადავხედოთ ამ კონკრეტულ ადამიანებს, ორგანიზაციებს, აღმოვაჩენთ, რომ უცხოეთიდან ხდება მათი დაფინანსება და წახალისება. ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დაცულობა არ გულისხმობს ბილწსიტვაობის და შეურაცხყოფის მიყენების უფლების ქონას, ეს კანონის გზით არის დასარეგულირებელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
