თბილისის მერი, კახა კალაძე რეჟისორს, რობერტ სტურუას დაბადების დღეს ულოცავს.
„დიდ ქართველ რეჟისორს, რობერტ სტურუას ვულოცავ დაბადების დღეს.
ბატონო რობერტ, დიდია თქვენი წვლილი თანამედროვე ქართული თეატრის განვითარებაში. თქვენმა შემოქმედებამ, რომელმაც შექმნა თეატრალური ეპოქა, მთელს მსოფლიოს გააცნო ქართული თეატრი.
გისურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ქართული კულტურის საკეთილდღეოდ!“, – აღნიშნულია მისალოც წერილში.

კომენტარები
