საქართველოში ექსტრემიზმი და ფაშიზმი ერთხელ და სამუნდამოდ დასრულდება, არაფერი შეუძლია არც ელენე ხოშტარიას, არც აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლებს, არც მათთან აფილირებულ „ენჯეოებს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ძალიან კარგად ხვდება, რომ აგენტები ემსხურებიან ყველას, საქართველოს ინტერესების გარდა.
„სურათი უცვლელია, მით უმეტეს ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ვაკვირდებით, ეს აქტორები, რადიკალიზმზე, ექსტრემიზმზე და პოლიტიკურ ტერორიზმზე დაფუძნებით, მთლიანად აყალიბებენ დღის წესრიგს და გარე ძალებისგან, რომლებიც ჩვენ შიდა საქმეებში უხეშად ერევიან, შველას ელოდებიან. გარე ძალების მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ მაკკეინის ინსტიტუტი, რომელმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციას „გაიდლაინი“ გადასცა, რის მიხედვითაც ისინი მოქმედებდნენ, რომ პროტესტი უნდა გადაეყვანათ სამოქალაქო დაპირისპირებაში, უნდა ყოფილიყო მსხვერპლი. სწორედ ეს არის, რასაც ჩვენ ვებრძვით. ეს ექსტრემიზმი და ფაშიზმი საქართველოში ერთხელ და სამუნდამოდ დასრულდება. არაფერი არ შეუძლია არც ელენე ხოშტარიას, არც აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლებს, არც მათთან აფილირებულ „ენჯეოებს“, იმავე ლომჯარიას და გიგაურებს, ისინი არიან გაშიფრული. ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ძალიან კარგად ხვდება, ვის ემსახურებიან ეს აგენტები. ისინი ყველას და ყველაფერს ემსახურებიან, საქართველოს ინტერესების გარდა“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
