ამერიკელმა მუსიკოსმა Moby-მ 30 ივლისს საქართველოში კონცერტი გამართა. ღონისძიება რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გაიმართა, რომლის ორგანიზატორი Flitz Collective იყო.
მუსიკოსმა მისი შთაბეჭდილებების შესახებ ვიდეოც გამოაქვეყნა. მისი თქმით, სახლიდან ასე შორს ჯერ არასდროს ყოფილა.
Moby-მ საქართველოს გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე ისაუბრა:
“მე აქ ვარ, საქართველოში, თბილისში.
გავაცნობიერე, რომ სახლისგან ასე შორს ჯერ არსად ვყოფილვარ. ატამზე გაჩვენებთ დემონსტრაციას… (პირველი ნაკბეჩი) ეს არის თბილისი – (მეორე ნაკბეჩი) ეს არის ლოს-ანჯელესი.
ახლა აქ ვარ, თბილისში, სახლიდან ყველაზე შორს, სადაც აქამდე ვყოფილვარ.
თბილისი გეოპოლიტიკურად გამოწვევების მქონე ადგილას მდებარეობს. მაგალითად, უკრაინასთან რამდენიმე კილომეტრი გვაშორებს, რუსეთი გვესაზღვრება, ირანი რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. ასე, რომ გეოპოლიტიკურად “ცხელი წერტილის“ შუაგულში ვართ. თუმცა აქ ძალიან ლამაზია, მშვენიერია და ჩემი სახლისგან ასე შორს ჯერ არასდროს ვყოფილვარ,“ – ამბობს მუსიკოსი თავის მიმართვაში.
