უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარია ქალიშვილის სამძიმარზე ჩამოვიდა. მას სარფში ახლობლები და ოჯახის წევრები დახვდნენ. მძიმე კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
26 წლის ლანა ლატარია მეუღლესთან და ორ ულამაზეს გოგონასთან ერთად აჭარაში ცხოვრობდა. შვილის გარდაცვალების შემზარავი ამბავი მისმა მშობლებმა უცხოეთში გაიგეს, ლანას დედა, ქრისტინე კვარაცხელია ემიგრაციაში იყო და იქიდან თავზარდაცემული ბრუნდება, ემოციური სტატუსი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში მისმა მამამ, უკრაინაში მებრძოლმა ზაალ ლატარიამ.
“ვაიმე შვილო, მოვდივარ მამა, შენთან ერთად უნდა მოვკვდე, შვილი აღარა მყავს” – წერს ზაალ ლატარია.
კომენტარები
