მე მხოლოდ დადებითი შემიძლია ვთქვა ვანო ზარდიაშვილთან დაკავშირებით – უამრავი თანხა დაიზოგა მისი ხელმძღვანელობით ელექტროსისტემაში. ბევრი პროექტის ოპტიმიზაცია მოხდა, რის საფუძველზეც სახელმწიფო ეკონომიურად ახორციელებდა შესაბამის პროექტებს, – განუცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
მთავრობის მეთაურის თქმით, მისი საქმიანობა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში წარმატებული იყო.
„ამასთან დაკავშირებით მიიღება გადაწყვეტილება უშუალოდ ეკონომიკის სამინისტროში. ერთადერთი რამ შემიძლია ვთქვა – ვანო ზარდიაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს ელექტროსისტემაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. უამრავი თანხა დაიზოგა მისი ხელმძღვანელობით ელექტროსისტემაში. ძალიან ბევრი პროექტის ოპტიმიზაცია მოხდა, რის საფუძველზეც, სახელმწიფო ეკონომიურად ახორციელებდა შესაბამის პროექტებს. შესაბამისად, მე მხოლოდ დადებითი შემიძლია ვთქვა ვანო ზარდიაშვილთან დაკავშირებით. მისი საქმიანობა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში წარმატებული იყო“, – განაცხადა პრემიერმა.
