რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიხეილ გალუზინის განცხადებით, მოსკოვი კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზად არის.
„ჩვენ მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ, საკითხის მშვიდობიანად გადაწყვეტისთვის ღია ვართ და ამას არაერთხელ ვამტკიცებდით: მოლაპარაკებებს მეორე მხარე, უკრაინა ტოვებდა. ის მათ ხან ტოვებდა, ხან საკუთარ თავს უკრძალავდა მათ წარმოებას და რბილად რომ ვთქვათ, არათანმიმდევრულად იქცეოდა“, – განაცხადა გალუზინმა.
მისი თქმით, თუ დასავლეთში კონსტრუქციული, სამართლიანი დიალოგის აუცილებლობა მომწიფდა, მაშინ მისი განახლების პერსპექტივებიც გაჩნდება.
თუმცა, როგორც გალუზინმა აღნიშნა, რუსეთი დასავლეთისგან კონსტრუქციულ იდეებს ჯერ ვერ ხედავს.
კომენტარები
