ყველაფერი ლიბერალური ბინძური და ამაზრზენი ხდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკრიტიკა ის ქალაქები, რომლებსაც დემოკრატიული პარტია მართავს მისი თქმით, ამ ქალაქებში მაღალი დანაშაულის დონის გარდა, სისუფთავის ნაკლებობაცაა.
„სოციალიზმი, ლიბერალიზმი, პროგრესივიზმი. სიტყვა „პროგრესივიზმი“ კარგი სიტყვაა. მათ უყვართ მისი გამოყენება, მაგრამ რადიკალური მემარცხენეები აღარ აძლევენ მათ ამ სიტყვის გამოყენების უფლებას“, – აღნიშნავს ტრამპი.
დონალდ ტრამპს არ დაუკონკრეტებია ქალაქი, თუმცა განაცხადა, რომ ეს დახასიათება ეხება პრაქტიკულად ყველა დემოკრატიულად მართულ ქალაქს.
კომენტარები
