პოლონურმა გამანადგურებლებმა გზა კიდევ ერთი რუსულ სადაზვერვო თვითმფრინავს გადაუჭრეს, – ინფორმაციას პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში ავრცელებს.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, ეს ბოლო ორი დღის განმავლობაში მეორე შემთხვევაა.
პოლონურმა ავიაგამანადგურებლებმა რუსულ სადაზვერვო თვითმფრინავ „ილ-20“-ს გზა ქალაქ კოშალინიდან 56 კილომეტრში გადაუჭრეს.
„რუსეთი ნატო-ს წევრის საზღვრებთან კიდევ ერთხელ ახორციელებს პროვოკაციულ ქმედებებს, რითაც ალიანსის თავდაცვის სისტემების სიფხიზლესა და მზადყოფნას ცდის“, – აცხადებს პოლონეთის თავდაცვის მინისტრი.
Dziś przed południem kolejne przechwycenie rosyjskiego samolotu rozpoznawczego Ił-20M.
Tym razem dyżurna para naszych samolotów przechwyciła samolot rozpoznawczy FR 56 km na północny zachód od Koszalina.Rosja po raz kolejny prowadzi działania o charakterze prowokacyjnym w… pic.twitter.com/8b33grF3PW
— Władysław Kosiniak-Kamysz (@KosiniakKamysz) August 4, 2026
