უკრაინულმა დრონებმა გვიან ღამით რუსეთის ტულის ოლქში მდებარე რუსული მსხვილი ონლაინ-რიტეილერის Wildberries-ის საწყობი დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ქალაქ ალექსინში მდებარე Wildberries-ის საწყობს დრონებით თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაუჩნდა.
ალექსინი უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 320 კილომეტრში, ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს.
გარდა ამისა, მედიის ცნობით, დრონებით თავდასხმა ასევე მოხდა რუსეთის თათრეთის რესპუბლიკის ქალაქ ყაზანზეც, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რომელ ობიექტებზე განხორციელდა იერიში.
აღსანიშნავია, რომ Wildberries-ის ერთ-ერთ საწყობზე ბოლო თავდასხმა უკანასკნელი კვირების განმავლობაში უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე კომპანიის ლოგისტიკურ ცენტრებზე განხორციელებული იერიშების სერიის გაგრძელებაა.
