საქართველოს ენერგო მომარაგების თვალსაზრისით არანაირი საფრთხე არ შეექმნება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანას ენერგო მომარაგებაზე არანაირი პრობლემა არ ექნება
მუშაობა მიმდინარეობს, ვინ ვის ესაუბრება, ამაზე საჯაროდ საუბარი დღეს ადრეა, რისი გარანტიაც შეგვიძლია მოქალაქეებს მივცეთ, არის ის, რომ საქართველოს ენერგო მომარაგების თვალსაზრისით არანაირი საფრთხე არ შეექმნება. სანამ რაიმე სახის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამაზე საჯარო საუბარი მართებული არ არის. ქვეყანას ენერგომომარაგებაზე არანაირი პრობლემა არ ექნება“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.
კომენტარები
