გიორგი წიტაიშვილი კარიერას საფეხბურთო კლუბ „რაიო ვალეკანოში“ განაგრძობს.
საქართველოს ნაკრების 25 წლის ფეხბურთელი ესპანეთის ლა ლიგის გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა.
წიტაიშვილი გასულ სეზონში საფრანგეთის „მეცის“ შემადგენლობაში ასპარეზობდა და ყველა ტურნირზე გამართულ 35 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
კომენტარები
