მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ანა მურადელის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა. ანა მურადელი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალერინა იყო და მას გამოძიება დედის მკვლელობაში ედავებოდა.
სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის მიზეზი დაკავებულის ფსიქიატრიული მდგომარეობა გახდა. დაკავებული ამჯერად მკურნალობას ხონში, ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში გააგრძელებს.
ანა მურადელი სამართალდამცავებმა 21 მაისს დააკავეს.
კომენტარები
