სამტრედიაში გარდაცვლილი დემურ სტურუას ბიცოლა ნონა ჯოჯუას პოლიციაში უჩივის.
ჯაშის თქმით, გარდაცვლილის დედამ ჩუმად საფლავი გათხარა და სოფელ კულაშიდან დაღუპული ორი შვილის ცხედარი ამოთხარა და წაიღო. დარიკო ჯაში imedinews- თან საუბარში ამბობს, რომ დემურ სტურუას დედამ საფლავი შეურაცხყო.
“წუხელ მოუპარია საფლავიდან მიცალებულები. მე გვიან მეზობლებმა გამაგებინეს. ახლა ვიყავი სასაფლაოზე და ჩემი გარდაცვლილი ოჯახის წევრების ძვლებია დაყრილი და საფლავი სულ გადათხრილია. უკვე დავრეკე პოლიციაში და ველოდები რეაგირებას” – ამბობს დარიკო ჯაში.
შვილების გადმოსვენების ფაქტს ადასტურებს ნონა ჯოჯუა. სტურუას დედა ამბობს, რომ დარიკო ჯაში საფლავზე მისვლის უფლებას არ აძლევდა და მოკვლით ემუქრებოდა. შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება და შვილები საკუთარ სოფელში დაფნარში გადაასვენა.
ნონა ჯოჯუას წლების წინ ქალიშვილიც დაეღუპა ავარიაში, რომელიც დემურ სტურუას მსგავსად, კულაშში იყო დაკრძალული. საფლავის გამო ნათესავებს შორის დავა დიდი ხანია მიმდინარეობს.
სამტრედიაში სოფელ დაფნარში მცხოვრებმა დემურ სტურუამ გასული წლის აგვისტოს თვეში თვითმკვლელობით დაასრულა სისცოცხლე. გარდაცვალებამდე მან წერილი დატოვა, სადაც სამტრედიის პოლიციის ყოფილ თანამშრომელს გოდერძი თევზაძეს ზეწოლაში ადანაშაულებდა.
დემურ სტურუას გარდაცვალების საქმეში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი გოდერძი თევზაძე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 9 ივნისს უდანაშაულოდ ცნო.
www. imedinews.ge