გორში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე კაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება და ის სავარაუდოდ, ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით 5 წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.
კომენტარები
