ავღანეთში თავდასხმის შედეგად დაღუპული ქართველი სამხედროს, უმცროსი სერჟანტის მდინარი ბებიაშვილის ცხედარი აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით, სპეციალური რეისით ბაგრამის საავიაციო ბაზიდან საქართველოში ჩამოასვენეს.
დაღუპული ქართველი სამხედროს გადმოსვენებასთან დაკავშირებით აეროპორტში სამგლოვიარო ცერემონია ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულის თანხლებითა და სამხედრო საჩვენებელი ორკესტრის მიერ შესრულებული სამგლოვიარო მარშის ფონზე გაიმართა.
სამგლოვიარო ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები, ოჯახი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი და სხვა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრნენ.
„მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ დაღუპულ გმირ სამხედროს სწავლება ”ღირესული პარტნიორის” მონაწილე ქართველმა და ამერიკელმა სამხედროებმაც მიაგეს პატივი.
ქართველი სამხედროს ცხედარს აეროპორტიდან ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენებენ, შემდეგ კი მშობლიურ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტოთუნბანში გადაასვენებენ.