უახლოეს დღეებში საქართველოში არამდგრადი ამინდი იქნება. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, აღმოსავლეთში კი კვლავ სიცხე შენარჩუნდება.
ამის შესახებ “პირველს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოში უთხრეს.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, 2 სექტემბრის ჩათვლით დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი.
კომენტარები