📌 პროკურატურის განცხადებით, რომეო მიქაუტაძეს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა:
⚫ ესპანეთში, ქ.მადრიდში მდებარე 1 882 168 ლარის ღირებულების ბინა;
⚫ 372 720 ლარის ღირებულების მცხეთის მუნიციპალიტეტის წეროვანში მდებარე აგარაკი;
⚫ 1 577 306 ლარის ღირებულების შპს “ნახიდური ჰესის” 15%-იანი წილი;
⚫ 510 000 ლარის ღირებულების ავტომობილი „MERCEDES-BENZ G 63 AMG“;
⚫ 350 000 ლარის ღირებულების ავტომობილი „LAND ROVER RANGE ROVER“;
⚫ 100 000 ლარის ღირებულების ავტომობილი „LEXUS ES 250“ ;
⚫ 630 110 ლარის ღირებულების 4 საათი;
⚫ 99 504 ლარის ღირებულების ოქროს ზოდები;
⚫ 19 770 ლარის ღირებულების მონეტები.
👉 გარდა ამისა, პროკურატურა ამბობს, რომ რომეო მიქაუტაძემ სრულად აანაზღაურა შპს „თბილსერვის ჯგუფისთვის“ მიყენებული ზიანი 114 658,08 ლარის ოდენობით.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ეკონომიკის მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.
რომეო მიქაუტაძეს ჩამოერთვა: ბინა მადრიდში, აგარაკი წეროვანში, “ნახიდური ჰესის” 15%-იანი წილი, 3 ავტომობილი, ოქროს ზოდები, საათები და მონეტები
23.10.2026 19:00:22
ნანახია: 16 ჯერ
