ტელეკომპანია “იბერია”-ს გადაცემაში “ცენზურის გარეშე” სტუმრობის დროს, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა თბილისის მერიის სპეციფიკაზე საუბრის დროს აღნიშნა, რომ შეინიშნება ნეპოტიზმის ფაქტები. ამ განცხადების საპასუხოდ გადაცემის წამყვანმა ხაბეიშვილს შეახსენა 2012-2013 წლები, როდესაც ჯერ კიდევ გიგი უგულავა იყო მერი და “ნაციონალური მოძრაობის” პარტიის წევრები, მათ შორის გოკა გაბაშვილი და მათი ნათესავები ამ წლებში აქტიურად საქმდებოდნენ მერიაში. ხაბეიშვილმა საკუთარი პარტიის აღნიშნული მოქმედება მკაცრად გააკრიტიკა.
“დიახ, ეს იყო ძალიან ცუდი მოქმედება და დამოკიდებულება იყო მანკიერი. დიახ, წინა ხელისუფლების პერიოდში, როდესაც “ნაციონალური მოძრაობა” იყო მთავრობაში, იყო ბიურაკრატიული პრობლემები. ეს არანაირ ლოგიკაში არ ჯდებოდა. რა უნდოდა გოკა გაბაშვილს მერიაში და რას აკეთებდა? გოკა გაბაშვილის მუშაობა იქ, იყო ჩვეულებრივი კატასტროფა” – აცხადებს ხაბეიშვილი.