გურულებთან სტუმრობა და თანაც პოლიტიკაზე საუბარი არ არის მარტივი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ოზურგეთში მერობის კანდიდატების წარდგენამდე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილმა განვლილი 4 წლის განმავლობაში ჩატარებულ არჩევნებში მხარდაჭერისთვის გურულებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ წელსაც მათი მხადრაჭერის იმედი აქვს.
„თქვენ ძალიან კარგად იცით სწორი არჩევანის გაკეთება – 2012 წლიდან მოყოლებული ეს არის მეხუთე არჩევნები და 4 არჩევნებში გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“, რისთვისაც მინდა თქვენ დიდი მადლობა გადაგიხადოთ. დარწმუნებული ვარ, გურულებს კიდევ ერთხელ, აუცილებლად მოუწევთ ჩვენთან ერთად გაერთიანება და ის, რომ ჩვენი ქვეყანა დავაყენეთ ფეხზე და მივდივართ იმ გზით, რომელიც ჩვენი მომავალი თაობების, თითოეული ჩვენი ოჯახის, აქ მყოფი ადამიანების კეთილდღეობას განაპირობებს, კიდევ ერთხელ გავერთიანდებით და ამ გზას დავუჭერთ მხარს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.