ოდესის ყოფილი გუბერნატორი, რომელიც ახლა შებრძანდა უკრაინაში, უკრაინის და პოლონეთის თავის ტკივილია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
„დავაკვირდეთ, როგორ მოიქცევიან უკრაინის შესაბამისი სტრუქტურები. მე, სიმართლე გითხრათ, არანაირი ვარაუდისთვის არ დამითმია დრო. ვფიქრობ, რომ ეს არის უკრაინის შიდა მოვლენა. არანაირი იურიდიული პროცედურები, რომელიც დადგენილია წესით და კანონით როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო სამართლით, ვერ იქნება ჩვენთვის თავის ტკივილი. პოლიტიკური თავის ტკივილი პოლიტიკოსებს შეიძლება ჰქონდეთ რაღაც თემებთან დაკავშირებით. თუ განხორციელდება ასეთი ტიპის პროცედურა, ეს იქნება ჩვეულებრივი პროცედურა”, – განაცხადა ოდიშარიამ.
კომენტარები