პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქუთაისში, პარლამენტის არსებული შენობა და მის გარშემო მდებარე ტერიტორია მოსაწესრიგებელია, შესაბამისად, საჭიროა სამუშაოების დაგეგმვა.
„მომავალი წლის ბოლომდე რომც გვინდოდეს, პარლამენტის პლენარულ სხდომებს თბილისში ვერ ჩავატარებთ, თუმცა ქუთაისში დარჩენას ხანგრძლივი ვადითაც ვგეგმავთ, რასაც საზოგადოებას დავპირდით.
გვინდა, ქუთაისის მოსახლეობას საჩუქარი გავუკეთოთ და გარდა იმისა, რომ მიმდებარე ტერიტორია პარლამენტს მოემსახურება, პარკი შეიქმნება, რომლითაც მოსახლეობა ისარგებლებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელს არ შეუშლის იმას, რომ პლენარული სხდომები ქუთაისში ჩატარდეს. საპარლამენტო სხდომების ჩატარება უზრუნველყოფილი იქნება”, – აღნიშნა კობახიძემ.
კომენტარები
