თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე, ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ხვალ, 14 სექტემბერს წარადგენს.
როგორც პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“ გვაცნობეს, დეპუტატების წარდგენა ხვალ, 14 სექტემბერს 20.00 საათზე ვაკის პარკში (აბაშიძის ქუჩის მხრიდან) გაიმართება.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიების დაწყებამდე 1 საათის ადრე, 19.00 საათზე ვაკის პარკში კონცერტი გაიმართება.
კომენტარები