„ამერიკის შეეთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყება და შესაბამისად, კონგრესის მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა აშშ-ში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ში ვიზიტისას საპარლამენტო დელეგაციას კონკრეტული ამოცანები და ორი კონკრეტული საკითხები ჰქონდა.
„ პირველი – ეს არის ოკუპირებული ტერიტორიების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის თემა და მეორე – თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით 10-16 სექტემბერს იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენებთან: დინა ტიტუსთან, სტივ ვომეკთან, მაიკლ კონავეისთან, რიკ ლარსენთან, ასიგნებების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან ჰალ როჯერსთან, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატასთან არსებული „დემოკრატიის პარტნიორობის პალატის“ თავმჯდომარესთან პიტერ როსკამთან და პალატის თავმჯდომარის მოადგილესთან დევიდ პრაისთან.
შეხვედები გაიმართა, ასევე სენატარებთანკორი გარდნერთან და რონ ჯონსონთან, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელებთან, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტთან, „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ (IFES) პრეზიდენტთან.