გენერალური აუდიტორის პოსტზე წარდგენილი ირაკლი მექვაბიშვილი “ევროპული საქართველოს” წევრს ირმა ნადირაშვილს პასუხობს და აღნიშნავს, რომ შინაგანად, მორალურად მზადაა ყველა გამოწვევას მიიღოს.
”არ დაგიმალავთ, რომ ეს ჩემთვის არის გამოწვევა, მაგრამ შინაგანად, მორალურად მზად ვარ ეს გამოწვევა მივიღო და გავუმკლავდე მათ შორის ფიზიკურადაც. სავარჯიშო დარბაზში დავდივარ, ისე ხშირად არა, როგორც მინდა, მაგრამ მაინც დავდივარ. რაც შეეხება დამოუკიდებლობას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობა არის კანონით დაცული, პარლამენტთან ერთად ვიმუშავებ, რომ დამოუკიდებლობა იყოს გამყარებული. ეს არის მნიშვნელოვანი”, – განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა ირმა ნადირაშვილის კითხვის პასუხად.
კომენტარები