პრეზიდენტი საკონსტიტუციო კომისიას ჯერ კიდევ მაშინ გაემიჯნა, როცა კომისია შექმნილი არ იყო – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
”პრეზიდენტი საკონსტიტუციო კომისიას ჯერ კიდევ მაშინ გაემიჯნა, როცა კომისია შექმნილი არ იყო. პოლიტიკური ოპონონტები დღეს მთავარ საკითხად პროპორციულ საარჩევნო სისტემას აყენებენ. თუმცა, მათ საკონსტიტუციო კომისია მაშინ დატოვეს, როცა შემუშავებული პროექტით პროპორციული სისტემის ამოქმედება 2020 წლისთვის იყო გათვალისწინებული. ამას პოლიტიკური აფიორა ჰქვია. დღეს იგივე კურსს აგრძელებენ და ცდილობენ საკონსტიტუციო რეფორმას ჩრდილი მიაყენონ”, – განუცხადა ჟურნალისტებს მდინარაძემ.
კომენტარები