13 ივნისს, საქალაქო სასამართლოში ქმარ-შვილის გაზარხ მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძის საქმის განხილვა ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით განახლდა. სხდომაზე, მაგდა პაპიძის მეგობარი, ოთარ ბერძენიშვილი და მოკლულ ომარ ქაფიაშვილის დედა, დარეჯან (ლილი) მინდიკაური დაიკითხნენ.
როგორც პროცესის დასრულების შემდეგ, მაგდა პაპიძის ადვოკატმა განაცხადა, რომ: “ოთარ ბერძენიშვილი პაპიძესთან ოჯახის შექმნას არ აპირებდა და მას ამ უკანასკნელთან ჰქონდა სექსუალური ურთიერთობა, როგორც ერთ რიგით ქალთან”.
სასამართლო პროცესზე ელოდნენ, რომ ბერძენიშვილი დამატებით იტყოდა ახალ დეტალებს, მაგრამ, მან, რაც პირველად გამოძიებას უთხრა, იმის იდენტური ჩვენება მისცა სასამართლოზეც.
დავით ნეფარიძე, პროკურორი:
“დღეს დაიკითხა ოთარ ბერძენიშვილი, მისი ჩვენებებით გაირკვა, რომ მათ ერთმანეთთან არაერთხელ ჰქონდათ ინტიმური ურთიერთობა. ასევე გამოქვეყნდა მათი მიმოწერები, მაგდა პაპიძეს უფრო დიდი გრძნობა აკავშირებდა მასთან, ვიდრე თავად ბერძენიშვილს. ჩვენების დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან სხდომა დახურული იყო, თუმცა დადასტურდა, რომ ეს არ არის მხოლოდ მეგობრობა და ნაცნობობა. ოთარ ბერძენიშვილი ადასტურებს, რომ მას დაურეკა მაგდა პაპიძემ და უთხრა, სასწრფოდ ჩასულიყო მათთან, რადგან ეზოში გვამები ეყარა”…