თბილისის საერთაშორისო აეროპორტს უშუქობის გამო არასდროს ექმნება პრობლემა, შესაბამისად რეისებიც არ შეფერხებულა, – განუცხადა TAV Georgia-ს წარმომადგენელმა ამირან მამალაძემ „იმედინიუსს“.
მისი თქმით, აეროპორტს ავტონომიური კვება აქვს და საჭიროების შემთხვევაში მომენტალურად გადადის გენერატორით მომარაგებაზე, ამიტომ ელექტროენერგიის გათიშვის დროს, აეროპორტს არასდროს ექმნება რაიმე შეფერხება.
გუშინ ღამით, დაახლოებით 00:10 საათზე, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად გაითიშა. ამ დროისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინფორმაციით, მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა.
კომენტარები
