სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე, განაჩენი დღეს გამოაქვეყნა. როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებაშია ნათქვამი გადაწყვეტილება გამოტანილია მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის საქმეზე, რომელიც 2013 წლის მაისიდან 2014 წლის თებერვლამდე გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ დღეს გამოტანილი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მოყვანილი დასკვნები მხოლოდ ამ პერიოდს ეხება. გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ არ დარღვეულა კონვენციის 5.1 მუხლი (წინასწარი პატიმრობის კანონიერება).
მერაბიშვილი თავისი წინასწარი პატიმრობის უკანონობას ამტკიცებდა და ამის მაგალითად, ტიმოშენკოს პრეცედენტი მოჰყავდა, რაც სასამართლომ არ გაიზიარა. მერაბიშვილი სასამართლომ არ სცნო პოლიტიკურ პარტიად, როგორც ამის მიღწევა “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” სურდა. ასევე, არ დარღვეულა კონვენციის 5.3. მუხლი, 2013 წლის 22 და 25 მაისის სასამართლო გადაწყვეტილებებით (წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივობისას, მისი საფუძვლიანობის საკითხის განხილვის უფლება სასამართლოს მიერ). დაირღვა კონვენციის 5.3. მუხლი 2013 წლის 25 სექტემბრის სასამართლო გადაწყვეტილებით (წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივობისას, მისი საფუძვლიანობის საკითხის განხილვის უფლება სასამართლოს მიერ). დაირღვა კონვენციის მე-18 მუხლი (წინასწარი პატიმრობის სხვა მიზნებით გამოყენების აკრძალვა, ვიდრე ამას ითვალისწინებს კანონი) 5.1 მუხლთან კავშირში. აქ მერაბიშვილის არგუმენტი იყო 2013 წლის 14 დეკემბრის ინციდენტი, სადაც ის ამბობდა, რომ მას ჩამოაცვეს თავზე ჯემპრი, საკნიდან ფარცხალაძესთან და დარბაისელთან მიიყვანეს, რომელთაც მას მოთხოვეს აღიარებები მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ.
გამოვლენილ დარღვევებზე, სასამართლომ მერაბიშვილს მორალური კომპენსაციისთვის მიანიჭა 4 000 ევრო, თავად მერაბიშვილი 15 000 ევროს ითხოვდა. – მის ადვოკატებსაც ჰონორარად 4-4 000 ევრო კომპენსაცია მიენიჭათ. თუმცა, ბრიტანელი ადვოკატო ითხოვდა 5 600 ევრო ჰონორარს და ოთარ კახიძე ასევე ჰონორარის სახით 35 600 ევროს.