პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არის თვითმარქვია – ამის შესახებ მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ ტელეკომპანია “იბერიას“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
ჟურნალისტი დაინტერესდა, როგორი მოლოდინი აქვს შენგელაიას, იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტმა, შესაძლოა, ექსპრემიერი ვანო მერაბიშვილი შეიწყალოს.
როგორც შენგელაიამ აღნიშნა, ისეთი ადამიანის ქმედებების პროგნოზირება,როგორიც გიორგი მარგველაშვილია, არ შეუძლია.
„პრეზიდენტის მაგივრად როგორ გიპასუხოთ?! ეგეთი ადამიანების პროგნოზს ვერ გავაკეთებ, შევხედოთ როგორ იქნება. ჩემთვის პრეზიდენტი არის თვითმარქვია. როგორც გიორგი მარგველაშვილი ისე აირჩიეს, თუ როგორც ბიძინა ივანიშვილის მიერ წარდგენილი კანდიდატი? ელემენტარული ეთიკაა – თუ შენ პრობლემა მოგდის იმ გუნდთან, იმ პიროვნებასთან, რომელმაც მოგიყვანა, შენ უნდა გადადგე და თუ გინდა პოლიტიკაში ყოფნა, შენით სცადე არჩევნების მოგება. სხვისი შნოთი მოსულები რომ იფერებენ ამ როლს და მერე რაღაცებს აკეთებენ, უკვე თავშივე არ მაინტერესებს“,-განაცხადა ნიკუშა შენგელაიამ.
შენგელაიას თქმით, მას საპრეზიდენტო არჩევნებზე გიორგი მარგველაშვილისთვის ხმა არ მიუცია. “ხმა არ მიმიცია მარგველაშვილისთვის და იმაზეც უარი ვთქვი, როცა შემომათავაზეს, რომ წარმედგინა საზოგადოებრივ შეკრებებზე“,-აღნიშნა შენგელაიამ.
ნიკუშა შენგელაია: გიორგი მარგველაშვილი არის თვითმარქვია
2016/06/17 23:40:57
კომენტარები
ნანახია: 2600 ჯერ