საქართველოს პარლამენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსი ანა გოჩაშვილი ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“უბედურების დროს მაინც დატოვეთ საკუთარი ინტერესები გარეთ! აცადეთ, აცადეთ ხალხნო გამოიძიონ!!! 16 წლის ბავშვები არიან გარდაცვლილები, დატოვეთ პოლიტიკა, რა დროს ეგაა!!!
აცადეთ იქნებ იძიებენ და თუ ვერ, მერე გამოვუცხადოთ ყველამ ერთად უნდობლობა! რა დროს პოლიტიკაა!!! და რა დროს პირადი ინტერესებია!!! რამე დატოვეთ შეუხებელი, ადამიანური! 16 წლის ბავშვები დავკარგეთ!“, – წერს ანა გოჩაშვილი.
კომენტარები