აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება წავა იმაზე, რომ ოთხოზორიას მკვლელი რეალურად დაისაჯოს, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრმა, პარტია „საქართველოს მშვიდობისთვის“ ლიდერმა დავით თევზაძემ პორტალ “კვირას” პრესკლუბში განაცხადა.
თუმცა, მისივე განცხადებით, ერთადერთი რეალური შესაძლებლობა, რაც ქართულ მხარეს აქვს მკვლელის დასასჯელად, ეს ამ საკითხის საერთაშორისო სივრცეში გატანაა.
„ხელისუფლებას რა ბერკეტი შეიძლება ჰქონდეს იმ სივრცეში, რომელზეც მისი იურისდიქცია შეზღუდულია, არ მგონია, რომ ასე საკითხის დასხმა სწორი იყოს, რაც შეუძლია ხელისუფლებას, ის არის, რომ ეს საკითხი საერთაშორისო სივრცეში გადაიტანოს.
ვოლსკიმ თქვა, მგონი, პოლიტიკურად ყველას ყელში გაეჩხირა ეს ფაქტიო, ვფიქრობ, აფხაზეთის ხელისუფლება წავა იმაზე, რომ მისი მკვლელი დააპატიმროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავად რუსეთი არ იქნება სხვა ვითარებით კმაყოფილი. ისინი სრულად დაკარგავენ მხარდაჭერას, რომელიც დღესდღეობით გააჩნიათ. იცით, რომ ეს დე ფაქტო ხელისუფლება მთლიანად რუსეთის ხარჯზე არსებობს. ეს მხარდაჭერა რომ დაკარგონ, შემდეგ არარაციონალური იქნება მათთვის, ისედაც მწვავდება რუსეთსა და ეთნიკურ აფხაზებს შორის ურთიერთობა“,- განაცხადა თევზაძემ.