გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა 2016-2017 სასწავლო წლისათვის მოსწავლეთა მიღება დაიწყო. კადეტთა ლიცეუმის არსებობის ისტორიაში გოგონებს წელს პირველად მიიღებენ.
დღეს ლიცეუმში რეგისტრირებულმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გოგონებმა და ვაჟებმა ფიზიკური მომზადების ტესტი გაიარეს.
3 წლის განმავლობაში კადეტები უზრუნველყოფილნი იქნებიან კვებით, საცხოვრებელი ადგილით (ყაზარმა), სამედიცინო მომსახურებით, სამხედრო ფორმით და აღჭურვილობით. სწავლის დასრულების შემდეგ კადეტები სრული საშუალო განათლების ატესტატს და შესაბამის სამხედრო სერტიფიკატს მიიღებენ.
კომენტარები