თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, აეროპორტის მიმართულებით მოძრავ #37 ავტობუსში უსახლკარო ადამიანებისგან შექმნილ პრობლემას მერია აუცილებლად მოაგვარებს.
„ვიცი ამ პრობლემის შესახებ და განსაკუთრებით საკითხი ზამთრის პერიოდშია პრობლემატური, როდესაც ადამიანები ადიან ავტობუსში და დაყვებიან მას. ერთი მხრივ, ეს სერიოზული პრობლემაა, მეორე მხრივ, არ შეიძლება მიხვიდე და ადამიანი ძირს ჩააგდო. არსებობს თავშესაფარი, სადაც რამდენიმე დღის წინ ვიმყოფებოდით, ვნახეთ როგორი სისუფთავეა, როგორ არის მოწყობილი… ამ პრობლემას აუცილებლად მოვაგვარებთ. ბევრი შეტყობინება შემოვიდა ამასთან დაკავშირებით და აუცილებლად მოვაგვარებთ“, – განაცხადა კალაძემ.
კომენტარები